19 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
6 გარდაცვლილი, მათ შორის 2 ბავშვი - სირიაში ძლიერი აფეთქება მოხდა

6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თავდასხმას სირიაში. გარდაცვლილებს შორის 2 ბავშვია. თავდასხმა სირიის სამხედრო ძალებმა განახორციელეს, რომლის სამიზნესაც ამბოხებულთა დასახლებები წარმოადგენდა. მათი მიზანი ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა იყო.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, გასულ წელს სირიაში სულ 512 ბავშვი დაიღუპა. უმრავლესობა სირიის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილიდან იყო, სადაც, დღესდღეობით, მილიონზე მეტი ბავშვი კვლავ დიდი საფრთხის ქვეშ რჩება.

დღის ამბები