19 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
ესპანეთში სიგარეტის ნამწვმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია - ცეცხლი 400 ჰექტარზეა გავრცელებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი

ესპანეთში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი კოსტა ბრავას რეგიონში 400 ჰექტარზეა გავრცელებული. სამართალდამცველების ცნობით, სტიქია სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ათობით სახანძრო ეკიპაჟი და თვითმფრინავია მობილიზებული.

სამართალდამცველების განცხადებით, შესაძლებელია, ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

დღის ამბები