საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენების შემდეგ მმართველი პარტიის მოთხოვნა დაასახელა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრები სხდომაში მონაწილეობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ პირობას მიიღებენ, რომ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები პოლიტიკური აქტივობებისგან თავს შეიკავებენ.
კახა კუჭავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომა სხვა დროისთვის გადაიდება. აღნიშნული განცხადებების შემდეგ კახა კუჭავამ უკვე მესამედ გამოაცხადა ტექნიკური შესვენება.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ოპოზიცია ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა.