პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
"ლელოს" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.