16 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ენმ ეთიკის საბჭოს შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რიგგარეშე სხდომის ჩაშლას "ნაციონალური მოძრაობა" ბრიფინგით გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბრიფინგზე, ასევე, განცხადება გააკეთეს სპიკერატთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა. "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფაქტის შესწავლისკენ და მმართველი პარტიის დეპუტატების პასუხისმგებლობის დაყენებისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

თავად თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ქართული ოცნება" და ძალადობრივი ჯგუფები ერთი მედლის 2 მხარეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომაც არ სჯის დამნაშავე მოძალადეებს ხელისუფლება:

"რატომ არ დაისაჯა ძალადობის მომწოდებელი ფალავანდიშვილი, მახარაძე, მორგოშია, იმიტომ რომ ბატონი გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი და ეს მოძალადეები, ერთი მედლის ორი მხარეა. დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებს არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. გომელაურს, რომლისგანაც დღეს საზოგადოება ერთადერთ განცხადებას ელოდა გადადგომის შესახებ, მაინც მოუწევს გადადგომა და საკუთარ წილ სისხლიან ხელს ბიძინა ივანიშვილი მას შეაწმენდს , როდესაც გაუშვებს თანამდებობიდან,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები