ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან. ოფიციალური ვიზიტით შარლ მიშელი საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვევა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმში ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პირველ პირებთან. ხვალვე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია".