ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. შარლ მიშელის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას სტუმრობს, საქართველომდე ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმში ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პირველ პირებთან. ხვალვე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია"