16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
საიამ და IDFI-იმ საჯარო მმართველობის მონიტორინგის ერთობლივი გეგმა წარადგინეს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საჯარო მმართველობის მონიტორინგის ერთობლივი გეგმა წარადგინეს.

პრეზენტაციაზე განხილული იყო შედეგები ოთხ სხვადასხვა მიმართულებაში, პოლიტიკის შემუშავება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ანგარიშვალდებულება.

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე საჯარო მართვის რეფორმებზე.

"ორწლიანი მონიტორინგის შედეგების შედეგად ირკვევა, ის რომ საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით დასახული ამოცანების უმეტესობა არ არის მიღწეული, შეუსრულებელია ოთხი მიმართულებით, რომელიც ჩვენ დავამონიტორინგეთ ნახევარზე მეტი ამოცანებისა," - ამბობს მარიამ მაისურაძე.

დღის ამბები