"აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომ საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, სამი ქვეყნის ერთობლივ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ისაუბრა.
"იქნება ეს კოვიდი, კლიმატის ცვლილებები და კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად თვალხილულია.
ამავდროულად ცალ-ცალკე ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი და ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის.
ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას,"- განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ, დეღს "ევროინტეგრაციის საერთო გზა" - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.
მხარეები თანხმდებიან როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.