16 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
19 აპრილის შეთანხმება და მოსამართლეების დანიშვნა - კრიტიკა და გზავნილები, რომელიც შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ ველზე დატოვა 

19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს - ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტისას გააკეთა.

ევროპელი დიპლომატი განსაკუთრებით მკაცრი სასამართლოზე საუბრისას იყო - შარლ მიშელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფ დანიშვნას დაკარგული შესაძლებლობა უწოდა. პრეზიდენტ მიშელის გზავნილები პირისპირ შეხვედრის დროს მოისმინა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

შეხვედრის შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ მისი გუნდი შეთანხმებას ასრულებს, პრობლემა კი პოლიტიკურ ოპონენტებშია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან მოსამართლეებთან დაკავშირებით ყველა კითხვას, მათ შორის, პარტნიორებისას, პასუხი გასცენ. 

შარლ მიშელი იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელებიც მედიაციის პროცესში იყვნენ ჩართულები და პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ პარლამენტში შევიდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მმართველი პარტიის ოპონენტებმა თქვეს, მიიღეს გარანტია, რომ ოპოზიციას ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა მიშელის დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც. შარლ მიშელის ევროპული გზავნილები ქართულმა მხარემ დღეს კიდევ ერთხელ, პირადად მისგან მოისმინა.

დღის ამბები