16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მოუწევს თუ არა ენმ-ს 19 აპრილის შეთანხმებაზე დათანხმება - შარლ მიშელი ოპოზიციურ ერთობას დოკუმენტის ხელმოწერისკენ ისევ მოუწოდებს

19 აპრილის დოკუმენტის გაფორმებიდან ზუსტად მესამე თვის თავზე შარლ მიშელი ოპოზიციურ ერთობას კვლავ დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას და მასთან ალიანსში მყოფ პოლიტიკოსებს ღია ტექსტით უთხრა - "მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს ხელი".

"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის ავტორობით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს და ამის მიზეზად ამნისტიის კანონს ასახელებს.

ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელმაც საკუთარი ხელმოწერა დოკუმენტზე დააფიქსირა, ჯერ კიდევ იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ევროპელი დიპლომატის დღევანდელი მოწოდების შემდეგ, 19 აპირილის შეთანხმებას შეუერთდებიან.

მმართველი გუნდი კვლავ ოპონენტების დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდება, საკუთარი ფაქსიმილე შარლ მიშელის დოკუმენტზე დატოვოს.

დღის ამბები