"ქართული ოცნება" ხვალ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი, თუმცა კულუარებში, კვლავ კახა კალაძეს ასახელებენ.
თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტების აქცია ანონსდება. გარკვეული მედიასაშულებების წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკთან 19:30 საათზე შეიკრიბებიან.
ჟურნალისტები 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ და პრემიერთან ერთად, შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.