შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მათი შესრულების ნაწილში წარმოქმნილ პრობლემებზე იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "ლელოს" წევრები.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ასევე სასამართლო რეფორმის განხორციელების გზებსაც განიხილავენ.
"ჩვენი ფრაქცია ხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და განხილვის საგანი იქნება სასამართლოს რეფორმა, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ვალდებულებები და ის წარმოუდგენელი პრობლემები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ამ გზაზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი არმაზ ახვლედიანი.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს.