16 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
საავტორო უფლებათა ასოციაცია VS საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია - ხელოვანთა ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგება 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) პარლამენტს მიმართავს, არ მიიღოს საკანონდებლო ცვლილება, რომელიც ასეთივე ორგანიზაცია საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციამ (GERA) დააინიცირა. საუბარი ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ავტორებისა და შემსრულებლების ნაწილი მოითხოვს, ქვეყანაში საავტორო უფლებების დამცველმა რამდენიმე ორგანიზაციამ იმუშაოს და ავტორებმა თავად გადაწყვიტონ ვისთან ითანამშრომლებენ. ინიციატივა უკვე პარლამენტშია.

"დაუშვებელია ანალოგიური ასოციაციის დაშვება იმიტომ რომ ეს არ მოიტანს იმ შედეგს რაც იქნება ავტორებისთვის კარგი.  ეს იქნება მიუღებელი. აქედან გამომდინარე საერთოდ არ უნდა მოხდეს ცვლილება და ის დაპირებები, რომლებიც გარკვეულმა დეპუტატებმა მისცეს ეს მიუღებელია," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

საავტორო უფლებების ასოციაცია კონკურენტ GERA-ს რუსულ ორგანიზაციებთან კავშირში ადანაშაულებს. კავშირებს არ უარყოფენ GERA-ში, თუმცა როგორც ორგანიზაციის ადვოკატი ლაშა მდივანი ამბობს, სახელშეკრულებო ურთიერთობები GERA-ს გააჩნია, იმ რუსულ ორგანიზაცია "რაოსთან", რომელთანაც ზუსტად ანალოგიური ურთიერთობები ჰქონდა GCA-ის 2019 წლამდე.

 

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

დღის ამბები