16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ჩრდილოვანი მთავრობა თამაშს ემსგავსება - "ლელოს" ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

"ლელოს" ინიციატივას, შეიქმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ძალოვანი მინისტრების პორთფელები არ იქნება, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. 

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ არჩევნებში "ნაცმოძრაობასთან" კოალიცია არ ექნებათ, თუმცა ჩრდილოვან კაბინეტის ფორმირებაზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის თანამშრომლობას პარტიაში არ განიხილავენ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ჩრდილოვანი მთავრობა თამაშს ემსგავსება, ხოლო "ნაცმოძრაობასთან" ერთად თამაშის" შემთხვევაში, ოპოზიცია შეიძლება გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, რაც "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი.

მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთს მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ჩრდილოვანი კაბინეტის იდეას არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციას არ შესწევს ძალა არჩევნებში ხელისუფლება დაამარცხოს. 

შეგახსენებთ, "ლელო" ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობებიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.

დღის ამბები