საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა იგეგმება. საუბარია მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მორიგ ცვლილებებზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი მილიარდზე მეტით იზრდება. ოპოზიცია კანონპროექტით უკმაყოფილოა და ამტკიცებს, რომ დოკუმენტი წინასაარჩევნოდ არის შემუშავებული. საწინააღმდეგოს აცხადებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დაფინანსება გაზრდილია ამჟამად ყველაზე აქტუალური სფეროებისთვის - მათ შორის ჯანდაცვისთვის.