32 მილიარდი 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - გზები, ხიდები და უწყვეტი წყალმომარაგება, თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებებზე დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. დღეს ღიად ითქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამდენ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს და ის უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელება უახლოესი წლების განმავლობაში იგეგმება, ეს თანამედროვე ტიპის, გარემოსთვის ნაკლებად საფრთხის შემცველი ნაგავსაყრელებია.
განვითარების გეგმის პრეზენტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან გარანტირებულია.
გრძელვადიანი გეგმის საჭიროებაზე საუბრობენ ბიზნესასოციაციაში. ლევან ვეფხვაძის თქმით, რეგიონების განვითარება აუცილებელია, რადგან ინფრასტრუქტურის გაჩენა რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობის წინაპირობაა.
12 სამინისტრო განვითარების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციას ეტაპობრივად წარმოადგენს. საზოგადოებას განვითარების გეგმა უკვე ხუთმა სამინისტრომ წარუდგინა.