16 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
შს მინისტრმა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.

ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

დღის ამბები