მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ნინო გიორგიბიანის თქმით, ჩანს რომ ერთ-ერთი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს უღებს და მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობს შეფასებები მოჰყვა "ქართულ ოცნებაში".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციასთან არის გაიგივებული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბავშვებს განსაკუთრებული ხელშეუხებელი პირობები ჰქონდეთ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი კი აცხადებს, რომ ფაქტს შესაბამისი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს.
"როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის არასრულწლოვან შვილებზე ხორციელდება თვალთვალი და ჩასაფრება ეს სცდება ყველანაირ ჟურნალისტურ ეთიკას. ამიტომ დარწმუნებულები ვართ ამ ფაქტს შესაბამისი შეფასება მოჰყვება,"- გიორგი ამილახვარი.