16 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს ოპოზიციის მხარდაჭერა დღესაც არ ექნება

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა დღესაც არ ექნებათ. მმართველი გუნდის ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ დასახელებულ თავმჯდომარეობის კანდიდატებს და აცხადებენ რომ, ისინი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენას ვერ შეძლებენ.

ოპოზიციის მტკიცებით, ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი არც ერთი კანდიდატი ამ პოსტისთვის აუცილებელ ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

"ის კანდიდატი, რომლის დამტკიცებაც უნდა არის ჩვეულებრივად ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლანის წევრის. ისინი შეეცდებიან ალბათ მანიპულაციებს, მაგრამ ისე უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება", რომ არცერთი მანიპულაციური ხერხი არ ეყოთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები