ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ კანდიდატები მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თავმჯდომარის კანდიდატი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შერჩეულიყო.
"ჩვენ გვსურდა პროცესი ისე წარმართულიყო, რომ თავმჯდომარის კანდიდატი შერჩეულიყო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის საფუძველზე და არა მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები. ეს არის პრობლემა, თორემ საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი ბევრი თანამშრომელია, ჩვენ მათ უნდა გავუფრთხილდეთ," - განაცხადა ჯაფარიძემ.
კიდევ ერთი ცდა ცესკოს თავმჯდომარის და 2 წევრის ასარჩევად - პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს. ამჯერად 90 ხმაა საჭირო. თუ საჭირო დეპუტატების რაოდენობა კვლავ ვერ შეგროვდა, საკანონმდებლო ორგანო კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეეცდება - ანუ 76 ხმით.