16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ხატია დეკანოიძეს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის, გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრისგან, ხატია დეკანოიძისგან რამდენჯერმე მოითხოვა პასუხი კითხვაზე, - გმობდა, თუ არა ის ნიკა გვარამიას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას, თუმცა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კოლეგა ოპოზიციონერისაგან პასუხი ვერ მიიღო. 

"მე ქალბატონ ხატიას გავეცი პასუხი ქალბატონ თეასთან დაკავშირებით, მას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის - გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში. გუშინ საბჭოთა უნიფორმაში რომ გამოაწყო ჩვენი თანაგუნდელები, ლიდერები, ნამგალი და ურო რომ ახატია კადრებს, ამას გმობს თუ არა. ეს არის თუ არა მძიმე შეურაცხყოფა, მაინტერესებს. თუ მისთვის არ არის მძიმე შეურაცხყოფა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მიდასტურებთ, ასევე, რიტორიკულად, ქალბატონო ხატია, რომ ეს არის მძიმე შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მიდასტურებთ, უკვე არა რიტორიკული კითხვაა. თუ თავს იკავებთ, ესეც პასუხია, მივიღებ. მარტივად, როგორც მე გიპასუხეთ, გთხოვთ, ისე მიპასუხოთ. არის თუ არა ეს დასაგმობი საქციელი? გმობთ თუ არა ამ საქციელს, თუ არ დაგმობთ, ერთსაათიანი მონოლოგის მოსმენას არ ვაპირებ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იქამდე, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი "მთავარი" არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

"მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

დღის ამბები