16 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"იყო იმდენად მიზერული განსხვავება, არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე"- საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტს წარედგინა

ამ წუთებში, 2020 წლის არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისია რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო დასკვნას წარადგენს. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არ ჰქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე. მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად სესიას არ ესწრება და საკითხის განხილვას არ აპირებს ოპოზიცია.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ უბნების რაოდენობა იყო 943, რომელთაგან 924 უბანი იყო, სადაც ნაკლებობის დისბალანსი იყო და მხოლოდ 19 უბანი იყო, სადაც იყო მეტობის დისბალანსი. აღსანიშნავია, რომ ამ 19 უბანზე მეტობით წარმოდგენილი ბიულეტენების რაოდენობა იყო მხოლოდ 26, ხოლო 924 უბანზე ეს ბალანსი იყო 3088. საერთო ჯამში, დისბალანსიანი ბიულეტენების რაოდენობა იყო 0.16%.

კომისიამ დაადგინა, რომ იყო იმდენად მიზერული განსხვავება, რომ არანაირი არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე. ეს განსხვავებები ფიქსირდებოდა მეასედებში - 0.01, 0.02, როგორც მეტობის, ისე ნაკლებობის თვალსაზრისით.

არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია თუნდაც 1 მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. უფრო მეტიც - მათ არ მიუღიათ მონაწილეობა არათუ კომისიის მუშაობაში, არამედ, მათ რეგლამენტი აძლევთ საშუალებას, რომ დაესწრონ ამ კომისიის სხდომებს,"- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე. 

დღის ამბები