16 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია - მესამედ ჩავარდნილი პროცედურა

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია. ორი გიორგის კანდიდატურა ისევ მიუღებელია ოპოზიციისთვის და გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანისთვის ისინი ხმის მიცემას არც მეოთხე ცდაზე აპირებენ, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, რომლებსაც შემდეგ კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად უკვე ხმები ნამდვილად ეყოფა.

კანონის თანახმად, შემდეგ, მეოთხე კენჭისყრაზე თამარ ჟვანიას შემცვლელის ასარჩევად 76 ხმა მმართველ გუნდს ისედაც აქვს.

ოპოზიციის მთავარი არგუმენტი პროცესისადმი უნდობლობაა, "ქართული ოცნება" კი თვლის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპონენტებს პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.

დღის ამბები