16 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს.

რიკ დაემსი პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს - საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

ისინი სტუმარს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. დაგეგმილია გასაუბრება ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთანაც.

მმართველ გუნდში დაიმსის ჩამოსვლას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებად აფასებენ. ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები