ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მედიაზე თავდასხმა და წინასაარჩევნო გარემო - ეს ის თემებია, რომელზეც ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.
მმართველი გუნდის ოპონენტები ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორების არსებობას.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, ყველა საკითხი განიხილება, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტუალურია.
"გვექნება შეხვედრა და ყველა საკითხზე ვიმუშავებთ. სიტყვით თავისუფლებაზე, თავისუფალ მედიაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ყველა იმ ინდიკატორს, რომელიც საქართველოში არსებობს, გზავნილებად თავმჯდომარეს მივაწვდით,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.