არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხმაურებიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, კომისიის შექმნა საერთოდ არ გახდებოდა საჭირო თუ ქვეყანას გამართული სასამართლო სისტემა ექნებოდა და ოპოზიციის საჩივრებს ობიექტურად განიხილავდა.
მათი თქმით, ამ დრომდე სულ ჯამში დაწერილია 700 საჩივარი და მათგან არცერთი განხილული არ არის.
ოპოზიციონერები საგამოძიებო კომისიის შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ შედეგები სანდო არ არის.
ოპოზიციონერების თქმით, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში საგამოძიებო კომისია საჭიროც არ იქნებოდა.