საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, საუბრის ძირითადი თემები შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, ასევე ოკუპაციის თემა იყო.
"საუბარი იყო დელეგაციის მუშაობაზე და შემდგომ პერსპექტივებზე საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ შევეხეთ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ შორის შევეხეთ ამ კუთხით საქართველოს პოტენციურ როლს და საინტერესო შეთავაზებები მოვისმინეთ ამ კუთხით პრეზიდენტისგან. შევეხეთ ასევე ოკუპაციის საკითხებს. ასევე, შევეხეთ შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ სრულდება მათ შორის მიშელის დოკუმენტი, როგორ წარიმართება ზოგადად პოლიტიკური პროცესები, როგორ არჩევნებს ველოდებით. ეს იყო ძირითადი განსახილველი თემები,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.