16 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ჩვენ ვიხილეთ შესწორების, შესწორების, შესწორების ოქმები - თინა ბოკუჩავა არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელ დროებით კომისიის მუშაობას ფარსს უწოდებს და ამბობს, მასში მონაწილეობის მიღება მათთვის საინტერესო არ იყო.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრი მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს, რათა გაყალბება არ მოხდეს.

"ჩვენ ვიხილეთ შესწორების, შესწორების, შესწორების ოქმები, რომლებიც მაინც ვერ ბალანსდებოდა იმდენად უნიჭოები არიან გაყალბების ინსტრუმენტების გამოყენებაში. 

ახლა მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები