16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ეს არის სიცრუის მინი კამპანია - მამუკა მდინარაძე "მთავარის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტყუილს და სიცრუის კამპანია უწოდებს, ტელეკომპანია მთავარის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ მომსახურე სარეკლამო სააგენტოში შესვლა ზეწოლის განხორციელების მიზნით მოხდა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა:

"ტყუილია, თავიდან მეც მეგონა რომ "მთავარში" შევიდა საგადასახადო და რა ხდებოდა ვიკითხე. აღმოჩნდა, პროგრამა რომ აგდებს კომპანიებს, ერთ-ერთ კომპანია რომელიც ემსახურება და ახორციელებს  მთავარის და არა მარტო მთავარის გაყიდვების მენეჯმენტს, ასეთი კომპანია ამოვარდა და უბრალოდ როგორც სხვა კომპანიებში გაიგზავნა წერილი. ეს არის სიცრუის მინი კამპანია, გაყალბებული არჩევნები იყო დიდი პროექტი, რომელსაც რევოლუცია უნდა მოეხდინა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები