პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტი სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული.
"პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის. შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ იქნას და შედეგები მოჰყვეს," - განაცხადა დიეგო კოლასმა.