მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება, ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ტვიტერზე" ეხმიანება და წერს :
""ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".