სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან არაფორმალური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პირად "ფეისბუკ" გვერდზე გავრცელდა. შეხვედრა საფრანგეთში, გუშინ შედგა.
"საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს,"- წერია სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუკ" გვერდზე.