16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
შეცდომაა, როცა მიგაჩნია, რომ ენმ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში, უარს იტყვის რევოლუციურ სცენარზე - გია ვოლსკი აშშ-ს პოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში თავმოყრილ გზავნილებს "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. როგორც გია ვოლსკი ამბობს, მცდარია მოსაზრება, თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობა", თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის, შემთხვევაში უარს ი ტყვის რევოლუციური განვითარების სცენარზე.   

"მე ერთიანი პასუხი გითხარით ამასთან დაკავშირებით, შეცდომაა, როდესაც მიგაჩნია, რომ "ნაცმოძრაობა", თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში, თვითონაც რომ მოეწერა ხელი, არა თუ ჩვენ გავსულიყავით, უარს იტყვის რევოლუციური განვითარების სცენარზე. ეს არის რეალობა და ეს რეალობა დავინახეთ. ამ რეალობიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მომხდარიყო რაღაც ელემენტი მაინც, რომ კონსტრუქციულობა, რასაც მოითხოვდა ჩვენგან ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, კონსტრუქციულობის ერთი მცირე ელემენტი მაინც გამოჩენილიყო, მერწმუნეთ, ჩვენ ამ დოკუმენტზე უარს არ ვიტყოდით,"- აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა. 

 

დღის ამბები