პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია განმარტავს, თუ რატომ გადადის საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში, ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს:
"შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება სცდება ყოველგვარ ზღვარს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ კურსს
უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას და არის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების გამწვავების თვალსაზრისით.
ანულირება გულისხმობს დაგეგმილი რეფორმებისა და პოლიტიკური მომავლის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმას, ამიტომ ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისთვის, რომელმაც ინდივიდუალურად მოვაწერე ხელი შეთანხმებას, წარმოუდგენელი და შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა!" - წერს თამარ კორძაია სოციალურ ქსელში.