პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ მანდატი ფორმალურად დატოვეს. მისი შეფასებით, აღნიშნული ოპოზიციის ლიდერები საპარლამენტო მანდატებს ვითარების დასაძაბად იყენებდნენ.
"ნიკა მელიამ მანდატი დატოვა ფორმალურად, ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძემ, ვინაიდან ერთსაც და მეორესაც პარლამენტში შემოსვლის და მუშაობის არანაირი სურვილი გააჩნდათ და მათი გამოჩენა რამდენჯერმე უკავშირდებოდა დაპირისპირების პროვოცირებას. ასე რომ, ისინი პარლამენტში არც მუშაობდნენ და მანდატს იყენებდნენ მხოლოდ ვითარების კიდევ უფრო დასაძაბად," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.