ევროპული პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ლიეტუველ დიპლომატს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა. მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ის ახალი პოლიტიკური რეალობაა, რაც მას შემდეგ დადგა, რაც "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ გამოაცხადა.
"ჩემი შეშფოთება უკავშირდება ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საკითხებს. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომელსაც ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი, მათ შორის, "ქართულმა ოცნებამ". ეს არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის, რომ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ გზას დაადგეს და, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გზამკვლევი განხორციელდება ყველა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. არსებობს საუბრები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ სფეროში მოხდეს საქართველოს ხელშეწყობა, ჩვენ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში. თუ საქართველო არ განახორციელებს დაპირებულ სასამართლო რეფორმას, მაშინ ჩვენ რატომ უნდა დავაფინანსოთ ეს რეფორმები? ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის გადახედვას, რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ არის უპირობო. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს რეფორმების ჩემპიონი,"-აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, დიპლომატებმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრეს. როგორც ჟიგიმანტას პავილიონისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, დასავლეთის მხრიდან ამ არჩევნების მონიტორინგი მასშტაბური იქნება.