შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებიდან 24 საათში დეპუტატის მანდატი დატოვა ნიკა მელიამ, მაგრამ პარლამენტში დატოვა თანაგუნდელები.
ოპოზიციის ნაწილი ბრძოლის გაგრძელებას კვლავ საკანონმდებლო ორგანოდან აპირებს და საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირებაზე უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტებს სურთ პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევას მიაღწიონ.
მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას არჩევნების დღეს სთავაზობს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატის მომზადებული შეთანხმებიდან გამოსვლა "ქართული ოცნების" ამომრჩევლის მოთხოვნაც იყო.