16 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
უმრავლესობა ოპოზიციის გეგმებზე - "ქართულ ოცნებაში" პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ აქვთ

მმართველი პარტიის განმარტებით, ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში ნაკლები ჩართულობით არღვევდა  შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს და სწორედ ამიტომ მიიღეს მათ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც.

"ოპოზიცია თუ ასეთი გულშემატკივარი იყო მიშელის დოკუმენტის ან დიდმა ნაწილმა ხელი რატომ არ მოაწერა, ან თუ მოაწერა რატომ არ შეასრულა. თუ ვინმემ უგულებელყო, პირველი უგულვებელყო ნაციონალურმა მოძრაობამ და შემდეგ იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შემდეგ საკითხები ბუნდოვნად განმარტეს რომ არ შეესრულებინათ.გაუგებარია ახლა რატომ არიან განცვიფრებულები," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ოპოზიციის კონსულტაციები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მას მაინც არ ექნება.

"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შემადგენლობის კუთხით არ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არ შედის განსაკუთრებით მცირე პარტიების ინტერესში, მათი მუშაობის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი, ისინი არ იღებენ საგნობრივ განხილვებში მონაწილეობას, თუ გნებავთ იგივე მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს მათ მხარი არ დაუჭირეს," - განაცხადა  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

დღის ამბები