16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
100 დღის განმავლობაში ჩვენ ცალმხრივად ვასრულებდით შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიშელის შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა, ვინაიდან ეს შეთანხმება ცალმხრივად იყო გაფორმებული. 

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა, "ნაციონალური მოძრაობა" კი დესტრუქციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"100 დღის განმავლობაში ჩვენ ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ ავიღეთ. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო მადლიერება შარლ მიშელის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური დამშვიდებისთვის.

ამის მიუხედავად, ვნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს.

შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები