16 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას უკავშირდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მნიშვნელობასა და მისი ხარისხის გაზრდის შესახებ ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებასა და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისწრაფება, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, სწორედ ნიშნავს იმას, რომ განათლების დონით  ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს მივუახლოვდეთ.

პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

"ყველაფერი, ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას უკავშირდება. ჩვენი მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებასა და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.

ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, ეს რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს.

ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.

ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ ეს დონე. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ადგილზე ღებულობდნენ განათლებას, როგორც სკოლამდე, ასევე სკოლის დროს და შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში.

მაგალითისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პარტნიორი მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. განათლების დონე და ხარისხი არის შესაბამისობაში ევროპულ  განათლებასთან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

დღის ამბები