16 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ლელოსავით" 3% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 

როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ მათი კეთილი ნება იქნება და ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული არც ერთ შემთხვევაში არ იქნება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. 

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. "ლელოსავით" 3% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასე მოხდება იმ შემთხვევაშიც 93% რომ ავიღოთ. 

ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ რომ ვითარება იქნება მომწიფებული იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს, ამ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება დამოკიდებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები