დღეს საგაზაფხულო სესიის, სავარაუდოდ ბოლო რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების დამტკიცებას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
ამჯერად კანონმდებელთა ჩვეულებრივი უმრავლესობაც საკმარისი იქნება - ეს კი სულ ცოტა 76 ხმაა. წინა კენჭისყრებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა უმეტესობამ ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილს, წევრების პოსტზე კი გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს მისცეს ხმა. დიდი ალბათობით, სწორედ ეს კანდიდატები დაიკავებენ ვაკანტურ თანამდებობებს 6 თვის ვადით.
პროცესებში მონაწილეობაზე უარის გამო მმართველი გუნდი ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.