ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ცესკოს ადმინისტრაციის არჩევისადმი უნდობლობის მიზეზი არა ზოგადად დემოკრატიული პროცესებისადმი უნდობლობა, არამედ კონკრეტული პირების მიუღებლობაა. სწორედ ამით ხსნიან ისინი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს.
კანდიდატებისთვის ხმის მიცემას ისინი არც დღეს აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარედ დასახელებული ვერც ერთი პირი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის აღდგენას ვერ შეძლებს.