16 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ძვირფასო ძმებო

მე მქონდა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. საუბრის დროს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები.

მე მადლობა გადავუხადე ბატონ ღარიბაშვილს, რომელმაც ისურვა, რომ ტყის ხანძრები მალე დასრულდეს და გამოხატა თანადგომა ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღვნიშნე რა, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ასეთ დღეებში, უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ვთქვი, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება, განსაკუთრებით  განსაკუთრებით რეგიონული სატრანსპორტო და ენერგიის გადამცემი ხაზების ეფექტურობისა და უსაფრთხოებისათვის.

აღვნიშნე, რომ გვსურს განვახორციელოთ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმი მინისტრებისა და დეპუტატების დონეზეც, რომელიც წარმატებით ხორციელდება ლიდერების დონეზე."- წერს თურქეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები