საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, 14% თვლის, რომ სრულად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. 38% ამბობს, რომ შესაძლოა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. 25% კი ფიქრობს, რომ შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
სრულად არა თავისუფალი და სამართლიანი - ამბობს გამოკითხულთა 13%.
არ იცის/ან პასუხი არ აქვს - 9%.
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.