16 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
გახარიამ პრემიერ-მინისტრობა "ნაციონალური მოძრაობის" გამო დათმო და თუ ვინმეს ართმევს ხმებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია - გივი მიქანაძე

ართმევს თუ არა გირგი გახარიას გუნდი ხმებს "ქართულ ოცნებას" - IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, გახარია თუ ვინმეს ართმევს ხმებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". 

"გახარიამ პრემიერ-მინისტრობა "ნაციონალური მოძრაობის" გამო დათმო, ანუ ენმ-ს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა და ამით გამოხატა თავისი პოზიცია, მიმართულება. საზოგადოების დიდ ნაწილში, მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ ასე არის აღქმული და ეს სწორია და სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად განახორციელა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მოულოდნელი, პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი და შესაბამისად, თუკი ვინმეს ართმევს ის პროცენტებს, ეს შეიძლება იყოს ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ, რომ ის ენმ-ს ორბიტაზე თამაშობს, თუმცა ამავდროულად, ის პროცენტები რომელიც ამ კვლევით მოაკლო "ქართულ ოცნებას", თანაბრად და პროპორციულად არის გადანაწილებული ენმ-ს და გახარია გუნდს შორის,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გივი მიქანაძემ.

დღის ამბები