"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აზერ სულეიმანოვის პარტიიდან წასვლას პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ენმ-ში თანაპარტიელის გადაწვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ.
"თავად აზერ სულეიმანოვი საკუთარ განცხადებაში არანაირ კონკრეტიკას არ იძლევა და პირდაპირ ამბობს, რომ ის თავს შეიკავებს დამატებით დეტალებზე საუბრისგან. ვერ გეტყვით რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი. ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ტოვებენ აქტიურ პოლიტიკას, რომლებთან წლები მუშაობ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, რომ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც ქვეყანას სჭირდება,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ აზერ სულეიმანოვმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა.