16 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ პარტია, რომელიც არ იქნება კერპთაყვანისმცემლობაზე ორიენტირებული - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ხობსა და სენაკში პარტიის ოფისები გახსნა. ის პარტიის ლიდერებთან ერთად ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდა და მათი სამომავლო გეგმები და სტრატეგია გააცნო.

მისი თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტს განვითარების საკუთარი გეგმა ექნება.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ღონისძიებების გეგმა, რომელსაც მივყვებით, ვერავინ ვერ განგვისაზღვრავს ჩვენს ფუნქციას. ჩვენი ფუნქციაა, შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც იქნება დაფუძნებული ფასეულობებსა და ასევე, სოციალურ ბაზაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ფასეულობები იქნება მნიშვნელოვანი და არ იქნება კერპთაყვანისმცემლობაზე ორიენტირებულ,ი ბევრი პარტიის მსგავსი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები