16 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
თეა წულუკიანმა ოქროს ფონდის საკითხი საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან განიხილა

კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის საკითხი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან განიხილა. თეა წულუკიანსა და ეპისკოპოს ვახტანგ ლიპარტელიანს შორის შეხვედრა გუშინ შედგა, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, ეპისკოპოსმა ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

"დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი  სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და  ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად  გამზადებული საგამოფენო  დარბაზი და ფონდსაცავი.

გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება  დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე,  ქვეყნის საუკეთესო ინტერესები," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები